სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 15 მაისის №6 ბრძანების მიხედვით, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის ცხადდება სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი შემდეგი სტიპენდიების მოსაპოვებლად:
- ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია;
- ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია;
- სერგო ჯორბენაძის სახელობის სტიპენდია;
- ოთარ გამყრელიძის სახელობის სტიპენდია;
- მზია ლეკვეიშვილის სახელობის სტიპენდია;
- გურამ ნაჭყებიას სახელობის სტიპენდია.
თითოეულ სტუდენტზე ერთჯერადად გაიცემა სტიპენდია 700 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში გაიცემა ცხრა სტიპენდია.
სახელობითი სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე მე-6 და მე-7 სემესტრის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3.7-ს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა:
ა) შეავსოს აპლიკაციის კითხვარი;
ბ) წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი.
დამატებითი მხარდაჭერის მქონე კონკურსანტმა უნდა წამოადგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფორმით სააპლიკაციო პორტალზე.
თსუ იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებას!